უკრაინელებო, ჩვენ თქვენთან ერთად ვდგავართ - ჯო ბაიდენი

პუბლიკა

„თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის წინა ხაზზე არის უკრაინა… უკრაინელებო, ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ“, – ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ეკუთვნის, რომელიც მან პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამოსვლისას გააკეთა.

შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ „რუსეთმა დაახრჩო დემოკრატია“.

„ახლა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის წინა ხაზზე არიან უკრაინა და უკრაინელი ხალხი. ისინი იბრძვიან საკუთარი ერის გადასარჩენად. მათი მამაცი წინააღმდეგობა არის უფრო დიდი ბრძოლის ნაწილი, ბრძოლის დემოკრატიის მთავარი პრინციპებისთვის, რომელიც ყველა თავისუფალ ხალხს აერთიანებს.

კანონის უზენაესობა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სიტყვის თავისუფლება, შეკრების უფლება, რელიგიის თავისუფლება, პრესის თავისუფლება – ეს პრინციპები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავისუფალ საზოგადოებებში. მაგრამ ამ პრინციპებს მუდმივად ებრძოდნენ. მსოფლიო არ არის სრულყოფილი, როგორც ჩვენ ეს ვიცით.

ზოგიერთის ამბიციებია, მუდმივად დომინირებდნენ ბევრის თავისუფლებასა და სიცოცხლეზე. ჩემი გზავნილი უკრაინელი ხალხისადმი მე დღეს გადავეცი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს და თავდაცვის მინისტრს, რომლებიც მჯერა, აქ არიან; ეს გზავნილი შემდეგია – ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ. წერტილი“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.