ინფიცირების 68 500 შემთხვევა - NCDC კორონა ვირუსის გავრცელების შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს

პუბლიკა

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტატისტიკით, 16 თებერვლის მონაცემებით სულ დადასტურებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 68 500 შემთხვევა, დაფიქსირებულია სიკვდილი 1 665 და გამოჯანმრთელების 9 419 შემთხვევა. ვირუსის გავრცელების შესახებ სტატისტიკას საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) ავრცელებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 14 თებერვლის ანგარიშის მიხედვით, გლობალურად სულ დადასტურებულია ვირუსის 49 053 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა.

➢ 49 053 შემთხვევიდან, 48 548 დაფიქსირებულია ჩინეთში
➢ 505 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირება მოხდა ჩინეთის გარეთ (24 ქვეყანა: იაპონია 33, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა 28, ვიეტნამი 16, სინგაპური 58, ავსტრალია 15, მალაიზია 19, კამბოჯა 1, ტაილანდი 33, ფილიპინები 3, ნეპალი 1, შრი-ლანკა 1, ინდოეთი 3, ამერიკის შეერთებული შტატები 15, კანადა 7, საფრანგეთი 11, ფინეთი 1, გერმანია 16, იტალია 3, რუსეთი 2, ესპანეთი 2, შვედეთი 1, გაერთიანებული სამეფო 9, ბელგია 1 არაბეთის გაერთიანებული საემირო 8 )