საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციით, ელენე ბაქრაძე (დარიანის) წიგნის ახალი ტირაჟი მზადაა და ლიტერატურის მუზეუმში შესაძლებელია მისი მიღება.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წიგნი გადაეცემა ყველა შემომწირველს მიუხედავად გადმორიცხული თანხის ოდენობისა.
გთხოვთ, მობრძანდეთ და მიიღოთ კუთვნილი ეგზემპლარი – პარასკევს, 1 აპრილს, 5 საათიდან 7 საათამდე და შაბათს, 11დან 5 საათაამდე ლიტერატურის მუზეუმში, “- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე, წიგნის შეძენა მუსრველებისთვის შესაძლებელია 25 ლარად. საინიციატივო ჯგუფი მადლობას უხდის ყველას თანადგომისთვის.
„როგორც მოგეხსენებათ, იმაზე მეტი თანხა შეგროვდა, ვიდრე წიგნის დასასტამბად იყო საჭირო. ცალკე პოსტს დავწერთ დღეს მოგვიანებით ამ თანხების განკარგვის შესახებ, “- ნათქვამია ინფორმაციაში.