გერმანიაში, ადგილობრივი მედიის ცნობით, დააკავეს ულტრამემარჯვენე ჯგუფის 12 წევრი, რომლებიც მეჩეთებზე, პოლიტიკოსებსა და თავშესაფრის მაძიებლებზე თავდასხმას გეგმავდნენ.
Die harte Kern-ის (The hard Core) წევრები პარასკევს დააპატიმრეს. გაზეთ Welt-ის ცნობით, კიდევ ერთი პირი, რომელიც, სავარაუდოდ, დაჯგუფების წევრია, მიმალვაშია.
დაკავებულთაგან 4 პირი უშუალოდ ორგანიზაციის წევრობისთვის დააკავეს, ხოლო დანარჩენი 8 ორგანიზაციის ფინანსებითა და იარაღით მომარაგების ბრალდებით.
გერმანიაში ბოლო პერიოდში შესამჩნევია ულტრამემარჯვენე განწყობის ზრდა. განსაკუთრებით კი ერთი წლის წინ პოლიტიკოს ვალტერ ლუბკეს მკვლელობისა და ქალაქ ჰალეში სინაგოგაზე თავდასხმის შემდეგ.
გერმანიის უზენაესმა ფედერალურმა სასამართლომ გაერთიანების წევრები გამოძიების დასრულებამდე პატიმრობაში დატოვა.