უკრაინაში საქართველოდან პარლამენტიდან დეპუტატები, სავარაუდოდ, ხვალ გაემგზავრებიან. ცნობილია დეპუტატთა სავარაუდო ვინაობა, რომლებიც უკრაინაში გაემგზავრებიან. საპარლამენტო დელეგაციაში იქნებიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, რომელიც პარტია „მოქალაქეების“ წევრია.
საპარლამენტო დელეგაციაში ასევე იქნებიან „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, პარტია „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი.