უკრაინაში პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია დღეს გაემგზავრება

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში დღეს გაემგზავრება. ჯერჯერობით არ სახელდება გამგაზვრების ზუსტი დრო და მარშრუტი. ცნობილია, რომ ვიზიტი ერთდღიანი იქნება.

ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა მედიას განუცხადა, რომ უკრაინაში დელეგაციის ჩასვლა ქართულ-უკრაინული ურთიერთობებისთვის შემობრუნების წერტილი იქნება.

„ჩვენ დღეს მივემგზავრებით უკრაინაში და ეს იქნება შემობრუნების წერტილი იმ ძალიან დაბალ ნიშნულზე არსებული ქართულ-უკრაინული ურთიერთობების, რომელიც დღესაა. ელჩიც გაწვეულია საქართველოდან და ამ გაფუჭებულ ურთიერთობებს ნამდვილად შველა სჭირდება. ეს ვიზიტი იქნება შესაძლებლობა, რომ დღევანდელი ურთიერთობები ჩადგეს იმ კალაპოტში, რომელსაც იმსახურებს ქართველი და უკრაინელი ხალხი. განსაკუთრებული ურთიერთობაა ხალხს შორის და ვხედავთ პოლიტიკურ დონეზე როგორ არის ყველაფერი გაფუჭებული“, – განაცხადა იოსელიანმა.

დელეგაციის წევრს „გირჩიდან“, ვახტანგ მეგრელიშვილს მიაჩნია, რომ უკრაინაში სამძიმრის გამოცხადების შემდეგ უნდა დაიწყს საქართველო-უკრაინის ურთიერთობის შესახებ საუბარი.