კულება: დარჩიაშვილმა საქართველოს მიერ უკრაინის უწყვეტ მხარდაჭერაში დამარწმუნა

პუბლიკა

საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილი თქმით, მასსა და დმიტრო კულებას შორის გამართულ სატელეფონო საუბრის დროს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი.

დარჩიაშვილი ინფორმაციას”ტვიტერში” ავრცელებს.

„მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი მქონდა ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან. საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი. ამ უკიდურესად რთულ დროს კიდევ ერთხელ გამოვხატე უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა. ჩვენს ერებს შორის მეგობრობის გასაძლიერებლად მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

სოციალურ ქსელში ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გაავრცელა.

„ვესაუბრე ჩემს ქართველ კოლეგას, ილიას დარჩიაშვილს რუსეთის შემოჭრისგან უკრაინის გმირულ თავდაცვაზე. მან საქართველოს მიერ უკრაინის უწყვეტ მხარდაჭერაში დამარწმუნა. მადლობა მას, იმის კიდევ ერთხელ დადასტურებისთვის, რომ საქართველო არ უშვებს და არ დაუშვებს რუსეთის მხრიდან სანქციებისთვის რაიმე სახის გვერდის ავლას“ – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ტვიტერზე-ზე.