თალაკვაძის სიტყვით გამოსვლის დროს პარლამენტში ოპოზიციამ საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო

პუბლიკა

პარლამენტში არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლის დროს ოპოზიციის წარმომადგენლებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. პარლამენტის თავმჯდომარე ჰიმნის ჩართვას ტაშით შეეგება.

პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე საკანონმდებლო უწყების საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს.

დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას უნდა უყარონ კენჭი.