50 წელს ზემოთ მოქალაქეებს IV დოზით აცრის მტკიცე რეკომენდაციას ვაძლევთ - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ 50 წლის ზემოთ ადამიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-4 დოზით აცრის „მტკიცე რეკომენდაცია“ მიეცემა.

„უკვე გადაწყვეტილებაა რომ 50 წლის ზემოთ ადამიანებს მიეცეს მტკიცე რეკომენდაცია რომ მათ გაიკეთონ მეორე ბუსტერი, 4 თვის შემდეგ პირველი ბუსტერიდან ან დაავადების გადატანიდან.

რაც შეეხება ქვემო ასაკს, უკვე შევთანხმდით ასევე რომ, ეს იქნება 12 წლის ასაკის ზემოთ რეკომენდირებული, იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები“, – განაცხადა გამყრელიძემ.