სამწუხაროა იმის ყურება, თუ როგორ კარგავს საქართველო ისტორიულ შესაძლებლობას - პავილიონისი

პუბლიკა

ლიეტუვის სეიმის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი „მთავარი არხის“ დამფუძნებლისთვის პატიმრობის მისჯას Twitter-ზე ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს ქვეყნის დემოკრატიული მიღწევების გასანადგურებლად.

„როგორც ჩანს, „ქართული ოცნებას“ სურს, რაც შესაძლებელია ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის დემოკრატიული მიღწევების გასანადგურებლად და დაუშვას ყველა შეცდომა – მათ შორის უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადების ნაწილში, ასევე ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის შესახებ ისტორიული განხილვის წინ პრეზიდენტ სააკაშვილის დაკავების ნაწილში. სამწუხაროა იმის ყურება, როგორ კარგავს საქართველო შესაძლებლობას“ – წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავის 2-ის“ საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. სასამართლომ ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება მითვისება ან გაფლანგვის მუხლი (სსკ-ის 182-ე მუხლი მე-2 (ა,დ) და მე-3 (ბ) ნაწილები) გადააკვალიფიცირა სსკ-ის 220-ე მუხლზე, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, ასევე დამნაშავედ ცნო ანალოგიური მუხლით ე.წ. ავტომობილის ეპიზოდზე და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად  წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ნიკა გვარამია დანარჩენ ბრალდებებში გამართლდა.