ტენდერში ისევ „ლიბერთი ბანკმა“ გაიმარჯვა, პენსიონერებს სესხი გაუიაფდებათ - მინისტრი

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დასრულდა საპენსიო ტენდერი, გამარჯვებული კვლავ „ლიბერთი ბანკია“.

მინისტრის განმარტებით, პენსონერებისთვის ბანკი გასცემს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხს, რომელიც „იქნება მაქსიმუმ + 15%, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 25,8%-ია, ნაცვლად 30,6%-ისა, რომელიც ჰქონდათ“.

„დღეს დასრულდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვქონდა ჩვენი პენსიონერებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით. ტენდერში გაიმარჯვა იგივე ბანკმა, „ლიბერთი ბანკმა“, რომელიც წლებია ემსახურება პენსიონერებს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა. პირობა იყო 7 წლიანი მომსახურების შესახებ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ის სესხები, რომლებსაც პენსიონერებისთვის გასცემენ, მიბმული იქნება რეფინანსირების განაკვეთზე და იქნება მაქსიმუმ + 15%, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 25,8%-ია, ნაცვლად 30,6%-ისა, რომელიც ჰქონდათ. გამომდინარე იქიდან, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინები გვაქვს, ეს განაკვეთიც მნიშვნელოვნად შემცირდება და ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაუიაფდებათ პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.