ირაკლი ღარიბაშვილისა და NATO-ს გენერალური მდივნის შეხვედრა გაუქმდა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილისა და NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „დაგეგმილი შეხვედრა გაუქმებულია,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

„პუბლიკა“ ცდილობს მთავრობის ადმინისტრაციაში დეტალების გარკვევას.