ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე თურნავას კანდიდატურა წარადგინეს

პუბლიკა

პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ნათია თურნავას კანდიდატურა წარადგინა.

სალომე ზურაბიშვილმა შესაბამისი წარდგინებით საქართველოს პარლამენტს მიმართა.

„წამყვანი კომიტეტი იქნება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და სავალდებულო დასკვნა უნდა წარმოადგინოს დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ, რომელიც ბიუროს სხდომას ხელმძღვანელობდა.

თურნავამ მინისტრთა კაბინეტში თანამდებობა 2022 წლის 9 თებერვალს დატოვა.