დღეს, ცნობილი გახდა, რომ ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია „ლელოდან“, ირაკლი კუპრაძე საკრებულოს მანდატს ტოვებს.
მოგვიანებით მედიასთან საუბრისას კუპრაძემ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა:
„თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ მივიღეთ ძალადობა, ზეწოლა, მუქარა და უმძიმესი პროცესი, რომელმაც დააზიანა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია, საარჩევნო პროცესი და საერთოდ მოქალაქეების თავისუფლება, თანამონაწილეობის შესაძლებლობა თვითმმართველობის მართვის პროცესში, შესაბამისად მე საკუთარ თავს პერსონალურად ვერ ვხედავ ამ მოწვევაში, მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო ეფექტური ვიქნები სწორედ ბათუმელებისთვის და არამხოლოდ ბათუმელებისთვის, სხვა ფლანგზე ბრძოლით, შესაბამისად ვაგრძელებ ბრძოლას, ვაგრძელებ შრომას, ხელმისაწვდომი ვარ თითოეული ჩვენი გულშემატკივრისთვის იმ მხარდაჭერის ფარგლებში რისი განხორციელებაც შეგვეძლო აქამდე და შეგვეძლება დღევანდელი დღიდან“,- განაცხადა კუპრაძემ.