კანონპროექტი | დაზვერვის სამსახურზე პრემიერის საზედამხედველო ჩართულობა გაიზრდება

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში მთავრობამ დააინიცირა დაზვერვის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის ავტორია დაზვერვის სამსახური.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილება ითვალისწინებს დაზვერვის სისტემის ფუნქციონირებაზე პრემიერ-მინისტრის, როგორც ზედამხედველობის განმხორციელებელი პირის ჩართულობის გაზრდას.

„გაიზრდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, როგორც დაზვერვის სისტემის ფუნქციონირებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის ჩართულობა დაზვერვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში. კერძოდ, საქართველოს დაზვერვის სამსახურს ახალ საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების დაწყების უფლება მიეცემათ მხოლოდ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით“, – ნათქვამია პროექტში.

კანონპროექტის მიხედვით, სამსახურის უფროსი ვალდებული იქნება საქართველოს დაზვერვის სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარუდგინოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

სამსახურში მიღებული პირები დაინიშნებიან გამოსაცდელი ვადით და დაექვემდებარებიან სპეციალური მომზადების კურსების/პროგრამის გავლას. ამასთან, სამსახურში გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამსახურეები გაივლიან სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებულ შესაბამის სპეციალური მომზადების კურსს.

სამსახურის ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციის განმახორციელებელდანაყოფებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე (სამმართველოს უფროსის და უფრო მაღალთანამდებობაზე, დაზვერვის ოფიცრის მეექვსე და უფრო მაღალ კატეგორიაზე) დანიშვნა, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამსახურის წარმომადგენლების მივლენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს დაზვერვის სამსახურში ოპერატიული ან/და ანალიტიკური ფუნქციის განმახორციელებელდანაყოფებში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების შემთხვევაში.

კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებს სრულად გაეცანით ბულზე.