მიუხედავად ჩვენი ბევრი შეცდომისა, არ მგონია, რომ ევროპა გაგვრიყავს - ზურაბიშვილი

პუბლიკა

„მიუხედავად ჩვენი ბევრი შეცდომისა, რომელიც იყო სიტყვიერი თუ იყო საქმით, არა მგონია, რომ [ევროპა] ჩვენ გაგვრიყავს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ის ვარაუდობს რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება უფრო შორსმჭვრეტელი. მისი თქმით, რუსეთის იზოლაციის პირობებში საქართველოზე და რეგიონზე მნიშვნელობა იზრდება.

„გადაწყვეტილება იქნება მიღებული უფრო მაღალ დონეზე და ეს გადაწყვეტილება იქნება უფრო შორსმჭვრეტელი, რომელიც დაინახავს, რომ არ შეიძლება ამ რეგიონში, რომელზეც არის დიდი ინტერესი, ამის მაჩვენებელია შარლ მიშელის ერთ წელიწადში სამჯერ ჩამოსვლა. ამ რეგიონის მნიშვნელობა იზრდება, რაც უფრო იზოლირებულია და სანქცირებულია რუსეთი, ამ რეგიონის მნიშვნელობა იზრდება და მე მგონია, რომ ეს იქნება შეფასებული სათანადოდ და ამას ექნება გავლენა საბოლოოდ“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.