„ლელო“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ALDE-ს წევრები გახდნენ

პუბლიკა

ორი ქართული პარტია, „ლელო“ და  „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფ ALDE-ს (ლიბერალები და დემოკრატები ევროპისთვის) წევრები გახდნენ.

„ლელოს“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ALDE-ს შეუერთდა ვოლოდიმირ ზელენსკის „ხალხის მსახურიც“.

ევროპარლამენტის ერთ-ერთ დიდ ჯგუფში ამ პარტიების გაწევრებას დუბლინში ყრილობაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი.

დუბლინში „ლელოს“ პარტიის საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია წარმოადგენდა.

ALDE აერთიანებს ევროკავშირის წამყვან პარტიებს, მათ შორის საფრანგეთის, ჰოლანდიის, ირლანდიის, ლუქსემბურგის, გერმანიის, ესტონეთის მმართველ პარტიებს, 100-ზე მეტ ევროპარლამენტარს, 6 ევროკომისარს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ მიშელს და 79 მოქმედ მინისტრს.