უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ბორის ნემცოვის სახელობის პრიზის ლაურეატი გახდა. „ბორის ნემცოვის თავისუფლების ფონდის“ განცხადებით, ზელენსკიმ 2022 წლის ჯილდო სიმამაცისთვის მიიღო.
ფონდის ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, წელს მათ არაორდინარული გადაწყვეტილება მიიღეს და ჯილდოზე მხოლოდ უკრაინელები წარადგინეს.
ზელენსკისთან ერთად მისი ნომინანტები იყვნენ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, ჯგუფ „ოკეან ელზის“ სოლისტი სვიატოსლავ ვაკარჩუკი, საომარ მოქმედებებში მოხალისეობრივი სამედიცინო ჯგუფის დამფუძნებელი იულია პაევსკა, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი და სხვები იყვნენ წარდგენილები. ფონდის ბორდის წევრთა გადაწყვეტილებით კი ჯილდო უკრაინის პრეზიდენტს გადაეცემა.
ბორის ნემცოვი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო, რომელიც პუტინის პოლიტიკას უპირისპირდებოდა და უკრაინაში შეჭრას ჯერ კიდევ 2014 წელს გმობდა. ის 2015 წლის თებერვალში რუსეთში მოკლეს.