საქართველოს პრემიერ-მინიტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკური ფორუმის გახსნაზე წამყვანის შეკითხვებს უპასუხა.
ღარიბაშვილმა რუსეთის აგრესიაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო არაერთხელ ყოფილა აგრესიის მსხვერპლი, ოკუპირებულია ტერიტორიები, მაგრამ მათი პოლიტიკაა მშვიდობიანი მოლაპარაკება.
„ბოლო 30 წლის განმავლობაში სამჯერ გვქონდა აგრესიასთან შეხება. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მგდომარეობს შემდეგში – ტერიტირიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღვიდგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების საფუძველზე”, – თქვა მან.
წამყვანის შეკითხვაზე – „მაგრამ პუტინი თქვენ დაგპირდათ? … აი, რომ დაგპირდეთ, ენდობით?”
„ჩვენ კონტაქტები არ გვქონია, მას შემდეგ, რაც მოვედით ხელუსუფლებაში, 2012 წლიდან. არანაირი პოლიტიკური კონსულტაცია, მოლაპარაკება არ გვქონია, მხოლოდ ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები არსებობს. ამიტომ ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ”,
ფორუმის წამყვანმა ამის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს უთხრა, „ჩვენ ვაფასებთ თქვენს რეალობას და დიპლომატიას, რომ ამ პასუხობთ ამ კითხვაზე, მადლობა რომ გახსენით კატარის ეკონომიკური ფორუმი”.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე NATO-ში გაწევრების პერსპექტივაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ალიანსის სახელმწიფოები უნდა შეთანხმდნენ წევრობის მინიჭების თაობაზე.
„მოდით, აქაც ღიად ვთქვათ, არ ვართ მიამიტები. გვესმის, რომ საქართველოს პრობლემები აქვს. ტერიტორიული პრობლემები გვაქვს რუსეთთან. ჯერ ის უნდა გადავჭრათ და მერე გავხდეთ NATO-ს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და NATO-ელი პარტნიორების აზრი,“- განაცხადა პრემიერმა.
გუშინ, 20 ივნისს, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა – „შინ, ევროპისკენ”.
აქციის ორგანიზატორებმა მომდევნო აქცია 24 ივნისს დააანონსეს, სადაც მათი თქმით, საზოგადოების წინაშე წარდგება ახალი მოძრაობა. ახალი მოძრაობა, რომელსაც „სირცხვილიას“ თქმით, სათავეში ჩაუდგება ხალხი, წამოაყენებს მოთხოვნებს. მოთხოვნების შეუსრულებლობა კი სახალხო დაუმორჩილებლობას განაპირობებს.
17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ თავისი მოსაზრებები წარმოადგინა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინასა და მოლდოვას, რომ თანდართული პირობებით კანდიდატის სტატუსი მიიღონ.
საქართველოს შემთხვევაში კი, ევროკომისია მხარს უჭერს ქვეყნისთვის ევროპული მომავლის დადასტურებას და მოგვიანებით კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუკი ის ევროკომისიის მიერ გაწერილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.