„რუსული მხარე და ევროპის მოწინააღმდეგეები მანდ ეძებეთ, ოპოზიციას ვგულისხმობ. „სირცხვილიაში“ მაქარაშვილია საქართველოში თავდადებული ბიჭი? თუ დიღმელაშვილი? გადაშალეთ რუსეთთან, „ეფესბეს“ მილიარდერთან მათი ურთიერთობები“ – განცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ამერიკას საქართველოსთვის არასდროს უღალატია, ევროპა კი მოღალატეობრივად იქცევა.
„ევროპა ძალიან სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოიქცა, ვგულისხმობ ევროპარლამენტს. ევროპარლამენტიდან წავიდა ეს ყველაფერი. ევროპა ჩვენთან მიმართებაში მართალი რომ იყოს, როდესაც უარს ამბობენ საპარლამენტო დებატებზე, გამოვიდოდა ის 308 ღრმად პატივცემული პარლამენტარი და იქიდან 10 მაინც დაწერდა საერთო წერილს, იტყოდა, რომ იქნება ერთად დავსხდეთ და ისე დავაწყნაროთ სიტუაცია. ჩემი გადმოსახედიდან, უკრაინის გარდა სხვისი მიღება არ უნდოდათ. ჩვენთან ეგ თემა პოლიტიკური ტემპერატურის აწევისთვის ბოლომდე გამოიყენეს ჩვენებმა, თუ მათ.
დღეს ევროპამ გვაჩვენა, რომ ერთი ქვეყანაც არ აღმოჩნდა, რომელიც მყარად დადგებოდა, ჩვენც რომ მიგვეღო [სტატუსი]. ამერიკას ჩვენთვის არასდროს უღალატია. სულხან-საბასგან დაწყებული, ერთხელ ვერ ვნახე ევროპის ერთი წესიერი გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.
მისივე თქმით, „ევროპა“ იმისთვის შეიქმნა, რომ მათ ქვეყნებს ერთმანეთთან აღარ ეომათ, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლა კი იმაზე მიუთითებს, რომ ევროპაში „დიდი პრობლემებია“.
„ევროპამ ჩვენზე კარგად იცის რა გვჭირდება? კანონი, სასამართლო გვჭირდება, ყველაფერი გვჭირდება არა მათი ჩამონათვალით“, – განაცხადა მან და საუბრისას სექსისტური ლექსიკა გამოიყენა – „უკრაინას ხომ ყველაფრით ეხმარებიან? – იარაღით, ფულით და უნდა დაეხმარონ. წარმოიდგინეთ, ჩვენთან რუსეთს 20% დაპყრობილი აქვს, დღეს როგორც გვექცევიან. ევროპა შემოვიდოდა და რამეს გააკეთებდა? ევროპაზე გულნატკენი ვარ, პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი „ქალაჩუნური“ ქმედებით გააჩაღეს“, – თქვა ეპისკოპოსმა იაკობმა.