ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, უკრაინას 2.98 მილიარდი დოლარის ღირსებულების სამხედრო დახმარება გამოუყოს.
„ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად. ამ ვალდებულების ფარგლებში, სიამაყით ვაცხადებ უსაფრთხოების დახმარების დღემდე ყველაზე დიდი ტრანშის შესახებ: უკრაინას, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, დაახლოებით 2.98 მილიარდი დოლარის იარაღი და აღჭურვილობა გადაეცემა. ეს საშუალებას მისცემს უკრაინას შეიძინოს საჰაერო თავდაცვის სისტემები, საარტილერიო სისტემები და საბრძოლო მასალები, უპილოტო საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადარები, რათა შეძლოს საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფა გრძელვადიან პერსპექტივაში“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.