გერმანია და საფრანგეთი რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის სრულ აკრძალვას არ ემხრობიან

პუბლიკა

პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც განიხილება ბალტიის ქვეყნებისა და სხვა წევრი სახელმწიფოების წინადადება – აიკრძალოს ვიზების გაცემა რუსი ტურისტებისთვის.

შეხვედრის წინ გერმანიამ და საფრანგეთმა საპირისპირო მოსაზრება გამოაქვეყნეს. Reuters-ის ცნობით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უგულებელყოფილი არ უნდა იყოს დემოკრატიულ სისტემაში ცხოვრებით მიღებული გამოცდილების ტრანსფორმაციული ძალა, განსაკუთრებით მომავალი თაობისთვის“.

„ჩვენი სავიზო პოლიტიკა სწორედ ამას უნდა ასახავდეს და აგრძელებდეს ხალხთა შორის კონტაქტს ევროკავშირში რუს მოქალაქეებთან, რომლებიც არ არიან დაკავშირებული რუსეთის მთავრობასთან“, – წერია დოკუმენტში.

საგარე მინისტრების შეხვედრა პრაღაში ორ დღეს გაგრძელდება.