საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩრდილოეთ მაკედონია 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
პირველი გოლი საკუთარ კარში ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ მაკედონიელმა ბოიან მიოვსკიმ გაიტანა. მეორედ კი ბუდუ ზივზივაძემ ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე გადაცემა გაუკეთა.