ამჟამად ბოქსირებულ განყოფილებაში 21 პაციენტია - ინფექციურის დირექტორი

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით,  ინფექციურ საავადმყოფოში  დღეს კიდევ 11 პაციენტი შეიყვანეს და ამ დროისთვის ბოქსირებულ განყოფილებაში 21 პაციენტი იმყოფება.

მისი განცხადებით, დღეს შეყვანილი 11 ადამიანიდან 5 ადამიანს ჩაუტარდა კვლევა და მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.  6 ადამიანის კვლევის შედეგები კი მოგვიანებით ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.

„ცენტრში გვყავს 21 პაციენტი, დილას 10 პაციენტი იყო, დაგვემატა 11 პაციენტი. 11 პაციენტიდან ხუთთან უკვე გაკეთდა მყისიერი კვლევა ახალ კორონავირუსზე და მიღებულია უარყოფითი პასუხი. დანარჩენი პაციენტების კვლევა ახლა მიმდინარეობს და მოგვიანებით გვექნება ალბათ პასუხი, დღეს გვიან ან ხვალ დილას“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.