„მე კვარა ვარ და ვაკეთებ რაც მინდა" - სერია ა-ს პოსტი ხვიჩა კვარაცხელიაზე

პუბლიკა

„მე კვარა ვარ და ვაკეთებ რასაც მინდა” – ამგვარი პოსტით ეხმაურება „სერია ა-ს” ოფიციალური გვერდი ტვიტერზე, იტალიური საფეხბურთო კლუბის „ნაპოლისა” და საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას გოლს „ტორინოს” წინააღმდეგ.

ხვიჩა კვარაცხელიას თამაში მატჩის შემდეგ მწრთვნელმა, ლუჩანო სპალეტიმაც შეაფასა:

„კვარა ის ფეხბურთელია, რომელზეც ფსონის დადება შეიძლება. მას შეუძლია მცველზე მარტო წასვლა და მომენტის შექმნა, რადგან ეს სრულყოფილად გამოსდის. კვარა ამას იოლად აკეთებს, როდესაც სხვებს საამისოდ დიდი შრომა სჭირდებათ. სხვებმაც მეტი უნდა იმუშაონ, რომ იგივე გააკეთონ… რატომ დავუყვირე კვარაცხელიას რამდენიმეჯერ? კვარას ვთხოვე, ცენტრისკენ გაწეულიყო, რადგან „ტორინო“ გვიტევდა და ამ დროს კონტრშეტევის და კარში დარტყმის მეტი შანსი გაჩნდა, ხვიჩას კი კარგი დარტყმები აქვს. სადაც მეტოქის დაცვაში პრობლემებია, იქით უნდა წახვიდე…” – თქვა მან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

ნაპოლი ამ დროისთვის იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის სათავეშია.

4 ოქტომბერს ნაპოლი სტუმრად ამსტერდამში აიაქსს დაუპირისპირდება, ხოლო იტალიაში ჩემპიონატს 9 ოქტომბერს ითამაშებენ – კრემონეზესთან, სადაც საქრატველსო ნაკრებში თანაგუნდელების, ხვიჩა კვარაცხელიასა და ლუკა ლოჩოშვილის დაპირისპირებას ვიხილავთ.