ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

პუბლიკა

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა ძიუდოში ოქროს მედალი მოიპოვა. მან ტურნირის ფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ბელგიელი მატიას კასე დაამარცხა.

ოქროს მედლის გზაზე მან ფრანგი უმალ დიარო, დომენიკელი დელ ორბე კორტორეალი, იაპონელი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ტაკანორი ნაგასე და აზერბაიჯანელი საედ მოლასი დაამარცხა.