სპორტის გამოყოფას კულტურის სამინისტროსგან, ამ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა და არა რომელიმე ერთი კონკრეტული მინისტრი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მინისტრის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მისი სამინისტროს გუნდი სამივე მიმართულებით კეთილსინდისიერად მუშაობს.
„მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ იქნება ეს კულტურის, სპორტისა თუ ახალგაზრდობის მიმართულებით, კონკრეტული მინისტრი, ჩემ თავზე ვსაუობრობ ამ მომენტში, ჩემი მოადგილეები და მთელი სამინისტროს გუნდი მუშაობს სამივე მიმართულებით კეთილსინდისიერად. არის მოწოდებული ხელშეწყობისკენ თითოეული სპორტსმენის, ადამიანის, ახალგაზრდების. ვისაც ეს არ მოსწონს, ეს მისი პრობლემაა და არა სამინისტროსი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
სპორტული ფედერაციები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ, სამინისტროს სპორტი ცალკე უწყებად გამოეყოს.
„არაკომპეტენტურობით გამოწვეულ ნებსით თუ უნებლიე დაბრკოლებებს სპორტული საქმიანობის ცოცხალი დინამიკა ვეღარ გაუძლებს. ყოველივე ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვთ, გაითვალისწინოს სპორტული საზოგადოების ობიექტური და სამართლიანი წინადადება, რათა დაიწყოს საკითხის განხილვა, სპორტის დარგის, კულტურის სამინისტროდან გამოყოფისა და დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბების შესახებ!“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.