კორონავირუსით ინფიცირებული პირი 31 წლის ქალია და იტალიაში ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა – ცერცვაძე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პირი ქალია და იტალიაში ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა. ინფიცირებული ქალი საქართველოში 26 თებერვლის საღამოს შემოვიდა.

„ახალგაზრდა ქალი 31 წლის, რომელიც ქართველი ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში – რამდენადაც ვიცი, იმ ქალაქებში, სადაც არ არის მაღალი რისკი ეპიდემიის, სადაც ინფიცირებული ბევრი არაა, მაგრამ, როგორც ჩანს, იტალიაში ყველა ადგილი სახიფათო ხდება. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უფრო სწორად კარგია. არანაირი ჩივილი არ აქვს, არც ტემპერატურის მატება არ აქვს, მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურებულია“, – განუცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მეორე შემთხვევა გუშინ, გვინ ღამით  დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, აღნიშნული მოქალაქე იტალიიდან ჩამოვიდა. მისივე თქმით, ჩამოსვლის დღეს ამ ადამიანს სიმპტომები არ ჰქონია, მეორე დღეს კი, როდესაც სიმპტომები გამოუვლინდა, თავად მიმართა სამედიცინო დაწესებულებას.

ამირან გამყრელიძის თქმით, მიმდინარეობს ყველა იმ პირის იდენტიფიცირება, ვისთანაც შემხებლობა ჰქონდა ინფიცირებულს.