თურქეთში, მაღაროში, აფეთქების შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა

პუბლიკა

სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა თურქეთში, ბართინის პროვინციაში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად.

58 გადარჩენილი მაღაროელიდან 11 საავადმყოფოებში მკურნალობს ამბობს  – თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ფაჰრეთინ ალთუნი.

აფეთქების მომენტში 100-ზე მეტი ადამიანი 300 მეტრ სიღმეზე იმყოფებოდა.

მაღაროში, როპმელიც ბართინის პროვინციაში მდებარეობს აფეთქება გუშინ მოხდა.  სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 150 ადამიანია ჩართული.