ქართველმა მთამსვლელებმა ალპინიზმში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მოიგეს

პუბლიკა

ქართველი ალპინისტები სპორტის ამ სახეობაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, „ოქროს წერაყინის“ (Piolets d’Or) გამარჯვებულები გახდნენ. არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა პრიზი პაკისტანში მდებარე მწვერვალ სარაგრარის დაპყრობის გამო მიიღეს. ამ მწვერვალზე აქამდე ფეხი არავის დაუდგამს.

ქართველი სპორტსმენები „ოქროს წერაყინზე“ აქამდე სამჯერ იყვნენ ნომინირებული.

დაჯილდოების ცერემონიალი 18-20 ნოემბერს საფრანგეთში, ქალაქ ბრიასონში გაიმართება.

„ოქროს წერაყინს“, რომელსაც „ალპინიზმის ოსკარსაც“ უწოდებენ, 1992 წლიდან ფრანგული გაზეთი „მონტანი“ და ფრანგული „მაღალი მთების ჯგუფი“ გასცემს.