13 ოქტომბერს ვაკის პარკის მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით შსს-მ 9 პირი დააკავა.
„გრინსერვის პლუსის“ ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე;
თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგიშვილი;
„გრინსერვის პლუსის“ ქვეკონტრაქტორი ფირმის – შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენლი ლ.ჭ.;
კერძო ელექტროშემდუღებლები გ.გ. და ვ.გ.;
მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე ზედამხედველი შპს „გრინსერვის +“-ის სამუშაოთა მწარმოებელი – ბ. მ.;
შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი – ნუგზარ ქიტიაშვილი და ინსპექტორი – დათო თუშიშვილი.
შპს ,,გრინსერვის +“-ის თანამშრომელი დ. კ
„სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე – გ.ვ.
220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე.
220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი – ბ.მ. და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი – ლ.ჭ.
25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს, დაკავებულ იქნა „გრინსერვის +“-ის თანამშრომელი – დ.კ.
362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას, დაკავებული არიან შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი – ნ.ქ. და ამავე კომპანიის ინსპექტორი – დ.თ.
240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი – გ.გ. და ვ. გ“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.