რუსთავში ერთ-ერთი ქარხნის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი მუშა.
როგორც სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, ორი დაშავებული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსისი 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ეხება.