როგორც ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ უთხრა, 8 პაციენტზე ტესტის პასუხები მიიღეს და მათ კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. ისინი საკარანტინო ზონაში გადაინაცვლებენ.
მისი თქმით, ამ დროისთვის მათთან 27 პაციენტი იმყოფება. ეზუგბაია ამბობს, რომ 13 პაციენტზე კიდევ აიღეს ტესტები და პასუხების შედეგები ან გვიან ღამით, ან დილით გვეცოდინება.
შესაბამისად, საქართველოში კორონავირუსული ინფექციით დაავადებულთა რაოდენობა უცვლელია. 3 ინფიცირებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.