ირანის პარლამენტის 23 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა - Aljazeera

ირანის პარლამენტის ვიცე-სპიკერის, აბდულ რეზა მისრის განცხადებით, კორონავირუსი ირანის პარლამენტის 23 წევრს დაუდგინდა. მისი თქმით, ამ მიზეზით მოქალაქეებსა და კანონმდებლებს შორის შეხვედრები დროებით გადაიდება. ინფორმაციას ამის შესახებ Aljazeera ავრცელებს. ირანის პარლამენტს სულ 290 წარმომადგენელი ჰყავს.

უახლესი მონაცემებით ირანში კორონავირუსით დღემდე 2 336 ადამიანი დაინფიცირდა, ვირუსით გარდაცვლილი კი 77 ადამიანია.

ჩინეთს გარეთ კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი რაოდენობა სწორედ ირანშია დაფიქსირებული.