გამიკვირდა, რომ პატრიარქის აღსაყდრების წლისთავს ე.წ. ელიტა არ გამოეხმაურა - პაპუაშვილი

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ბევრი ადამიანი ე.წ. ელიტიდან თუ ოპოზიციიდან პატრიარქის აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავს არ გამოეხმაურა, რის გამოც ის იმედგაცრუებულია.

„მნიშვნელოვანი, ისტორიული მოვლენა იყო და მართლა გამიკვირდა, რომ ბევრი, ოპოზიციიდან იქნებოდა თუ სხვა ე.წ. ელიტა, საერთოდ არც კი გამოეხმაურა ამ საკითხს. ეს არ არის მხოლოდ ისტორიის ან რელიგიის საკითხი, ეს არის, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის საკითხი, რადგან ქართულ ეკლესიას კონსტიტუციითაც კი აღიარებული აქვს განსაკუთრებული როლი ჩვენს ისტორიაში, ასევე ჩვენს თანამედროვეობაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, რომ ასეთ მნიშვნელოვან მომენტს და თარიღს გუშინ ე.წ. ელიტა არ გამოეხმაურა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.