დღეს, თბილისში, ლოტკინის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი კაცი იპოვეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი მანქანაში იპოვეს.
ტერიტორიაზე, რომელიც სპეციალური ლენტით არის შემოსაზღვრული, სამართალდამცველები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.