„ყველა ამ ქმედებაზე ბატონმა მინისტრმა აიღო პირადი პასუხისმგებლობა. სიმართლე გითხრათ, დღემდე იმედი მქონდა, რომ ის ან შეცდომას დაარქმევდა ამას, იტყოდა, რომ მისმა მოხელეებმა რაღაც კანონები დაარღვიეს და გამოიკვლევდა. მაგრამ მან პასუხისმგებლობა აიღო პირადად და შესაბამისად, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია.
მთელს ამ პროცესზე ის ამბობს, რომ არის სამართლებრივი პროცესი. სინამდვილეში მე მიმაჩნია, რომ იას მოუწყვეს მორალური სასამართლო და ის შემოწმების აქტი ზუსტად მორალური სასჯელი იყო. ის მორალური სასჯელი, რომელიც მან ვერ გადაიტანა“, – ეს სიტყვები ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის შვილმა ბაჩანა შენგელიამ პარლამენტში 2019 წლის 8 თებერვალს განათლების კომიტეტზე ია კერზაიას საქმეზე გამართული სპეციალური სხდომის დროს წარმოთქვა.
სხდომას მინისტრი ბატიაშვილიც ესწრებოდა, სადაც კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გადაცდომის აღმოჩენის შემთხვევაში ის მზად იყო აეღო პასუხისმგებლობა.
გუშინ 7 ნოემებრს მიხეილ ბატიაშვილმა მინისტრის თანამდებობა დატოვა, როგორც თავად განმარტა მისი ეს გადაწყვეტილება ია კერზაიას საქმეს არ უკავშირდება. „გადაწყვეტილება მივიღე პირადად და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოჰყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები“
ბატიაშვილის გადადგომამდე ერთი დღით ადრე სტრასბურგში ბაჩანა შენგელაიამ დაარეიგსტირირა სარჩელი “შენგელია საქართველოს წინააღმდეგ”
3 თვეში ცნობილი გახდება მიიღებს თუ არა წარმოებაში სტრასბურგი მის სარჩელს. ის სტრასბურგში კონცენციის, მე-2, მე-13, მე-14, მუხლის დარღვევის გამო ჩივის. (სიცოცხლის უფლება, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინიაცია და გამოძიება)
ბაჩანა შენგელიას თქმით, ის ვარაუდობს რომ ბატიაშვილი ამ საქმის გამო გაუშვეს და ოცნებას აღარ უნდა უნდოდა ამ საქმესთან ასოცირებული მინისტრი კაბინეტში.
„ჩვენ გვქონდა ინფორმაციას, რომ ბატიაშვილის ახალ კაბინეტში არ მოხვედრა იგეგმებოდა და მისი წასვლის შემთხვევაში მას სჭირდებოდა გარანტია, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ უნდა დარჩენილიყო. შესაბამისად ეს საქმე შეწყყვიტეს გახარიას წარდგენის დროს. მერე გადაიფიქრეს ბატიაშვილის გაშვება, თუმცა ეს საქმე აქტუალური რჩებოდა. ეს საკითხი ბატიაშვილის მიმართ სულ იყო. შებასამისად მე ვფიქრობ რომ მათ არ სჭირდებოდათ ადამიანი კაბინეტში რომელიც უკავშირდებოდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ამბავს. მათ ეს გადაწყვეტილი ჰქონდა და შესაბამის მომენტს ელოდებოდნენ.“
ბაჩანა შენგელიას თქმით, საქმის დახურვის შემდეგ პროკურატურამ მას საქმის მასალები გააცნო და მათ შორის გაეცნო ბატიაშვილის ჩვენებას.
ბაჩანა შენგელიას თქმით, პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში ბატაიშვილი ამბობს, რომ 22 ნოემბერის ბრძანებაზე სამეურვეო საბჭოსთვის ია კერზაიას გათავისუფლების შეთავაზებაზე ხელი მას არ მოუწერია, ეს გადაწყვეტილება მისი მიღებული არ არის და იქ მიანიშნებს, რომ დავით ლომინაშვილი ე.წ. „იუზერს“ იყენებდა ხოლმე.
„დაზარალებულად არ ჩამრთეს მაგრამ დახურვის შემდეგ საქმე გამაცნეს. იქვე ვიჯექით და ზეპირად ვიმახსოვრებდით. ასევე მგონია, რომ მთავარი რატომაც გაუნაწყენდნენ ბატიაშვილს არის მისი ჩვენება, სადაც ის ამბობს, რომ – მე ია კერზაიას გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება არ მიმიღია, ამაზე მსჯელობაში მონაწილეობა მე არ მიმიღია, მე ვენდე ჩემი სამსახურის დასკვნასო რომლებმაც ეს წარმომიდგინესო. გამომძიებელი ეკითხება ბრძანება, რომ შენი გამოცემულიაო. ამაზე პასუხობს, რომ ჩემი იუზერი ძალიან ხშირად ჰქონდა იურიდიული სამასახურის უფროს და ის იყენებდაო (გულისხმობდა დავით ლოიმინაშვილს) პრაქტიკულად თქვა რო მე არ მომიწერია ხელიო და ეს გააკეთა სავარაუდოდ დავით ლომინაშვილმაო.“ – ამბობს ბაჩანა შენგელიას.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა განათლების სამინსიტროს საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურს და ყოფილ მინისტრთან დაკავშირებაში დახმარება სთხოვა. ჩვენ გვუსრდა გვეკითხა ბატიაშვილთან ადასტურებს თუ არა, რომ მან სწორედ ასეთი შინაარსის ჩვენება მისცა პროკურატურას სადაც ის ამბობს, რომ მას მიუღია გადაწყვეტილება და ენდო თანამშრომლებს. მცდელობით მიუხედავად, მიხეილ ბატიაშვილის კომენტარი ამ დრომდე ვერ მოვიპოვეთ.
მიხეილ ბატიაშვილის როლი ია კერზაიას საქმეში
2018 წლის 8 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლები მინისტრის ბრძანების საფუძველზე ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების ჩასატარებლად შევიდნენ. ინსპექტირება 9 ნოემბერს დაიწყო და 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდა. ინსპექტირების მიზეზი სამინისტროში შესული ანონიმური წერილი გახდა.
ია კერზაიას შვილის ბაჩანა შენგელიას მტკიცებით, კერზაიას განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახური ქართული ოცნების სასარგებლოდ სთხოვდა მუშაობას, უარის შემდეგ კი, სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ.
თავად ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია სკოლაში განხორციებულ ინსპექტირებას პოლიტიიკური ნიშნით განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებდა, რაც დასტურდება 2018 წლის 26 ნოემბერს მის მიერ სახალხო დამცველისთვის გაგზავნილი წერილით, ტელეკომპანია „რუსთავი 2 თან“ ინტერვიუთი და ფეისბუქის პირად გვერდზე ამავე დღეს გამოქვეყნებული საჯარო განცხადებით, სადაც იგი ამბობდა, რომ მას სახელმწიფო მანქანა ებრძვის.
სატელევიზო კომენტარი ია კერზაია აცხადებდა, რომ მას პირდად საუბარში უთხრეს, რომ სკოლის პედაგოგებთან უნდა ეწარმოებინა აგიტაცია სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერად რაც არ გააკეთა.
ინსპექტირების დასრულების შემდეგ ინსპექტორებმა სკოლას რამდენიმე რეკომენდაცია მისცეს და ერთ-ერთი დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ეხებოდა.
სკოლის სამეურვეო საბჭოს უნდა ემსჯელა დარღვევები, რომელიც ინსპექტირების სამსახურმა აღმოაჩინა უნდა გამხდარაიყო თუ არა დირექტორისთვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.
30 ნოემებრს საბჭო შეიკრიბა და დაადგინა, რომ დასკვნაში აღმოჩენილი დარღვევების გამო ია კერზაიას გათავისუფლება მიზანშეწონილი არ იყო.
ია კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე რჩებოდა, თუმცა როგორც მისი შვილი ბაჩანა შენგელაია იხსენებს ია კერზაიას ერთი წამითაც არ ეპარებოდა ეჭვი, რომ გაათავისუფლებდნენ. ის ღელავდა ამის გამო და ამან გამოიწვია მისი ჯანმმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.
ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში 2 დეკემბერს გადაიყვანეს, ერთ კვირაში 9 დეკემბერს კი გარდაიცვალა.
რატომ დითხოვდნენ ინსპექტორები კერზაიას გადადგომას ?
ინსპექტირება მას ედავებოდა სანიტარულ-ჰიგიენურ პირობების დარღვევას, რომელსაც ია კერზაიას თქმით, ობიექტური გარემოებების გამო სკოლა ვერ აგვარებდა; იგივე ვითარება იკვეთება სპორტულ დარბზასთან დაკავშირებითაც; მესამე პირისთვის ქონების გადაცემის ნაწილი კი უფასოდ ცეკვის და მუსიკის გაკვეთილებისთვის ფართის დათმობას ეხება; რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვებს, აქ ინსპექტირება არასწორი კლასიფიკატორების მინიჭებაზე დავობდა; დავის საგანს წარმოადგენს რამდენიმე შესყიდვაც, რომლებიც, მათი შეფასებით, სკოლის დირექტორთან ინტერესთა კონფლიქტში მყოფ პირებთან, მაგალითად, სკოლის დარაჯთან, არის გაფორმებული.
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში განხორციელებული ინსპექტირება სამართლიანმა არჩევნებამ შეისწავლა და სპეციალური ანგარიშიც მოამზადა.
ორგანიზაციის შეფასებით, სამინისტროს მიერ ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში განხორციელებულ ინსპექტირებაში, სავარაუდოდ, იკვეთება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნები.
“მოქალაქის განცხადების განხილვისა და შემოწმების დაწყების შემჭიდროებული ვადები, ინსპექტირების ფორმა, გამოცემული დასკვნა და გაცემული რეკომენდაციები აჩენს ეჭვებს ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული და შერჩევითი მიდგომის თაობაზე.” – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
რა აჩენდა პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლის შესახებ ეჭვებს ?
- 2018 წელს სამინისტროს მიერ ჩატარებული 7 ინსექტირებიდან 6 საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურს შორის პერიოდში განხორციელდა. ექვისვე ინსპექტირება ჩატარებულია ნოემბერში.
- სამინისტრომ ანონიმური განცხადების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და მის საფუძველზე ჩატარდა სკოლაში ინსპექტირება. „აღნიშნული არის უკანონო და ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებით განაზრვრულ იმპერატიულ მოთხოვნებს.“ – წერის სამართლიანი არჩევნები.
- კიდევ ერთი მიზეზი ინსპექტირების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საეჭვო ვადებია. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გარდა განცხადებლის ვინაობისა, სერიოზულ ეჭვებს აჩენს სამინისტროს მიერ ინსპექტირების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების შემჭიდროებულ ვადებში მიღების, ინსპექტირების დაწყებისა და ჩატარების საკითხი. ვრცლად იხილეთ ISFED -ის ანგარიში.
ინსპექტირება რომ სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისთვის გამოიყენებს ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. ია კერზაიას საქმე საიამაც შეისწავლა და დასკვნაც გამოაქვეყნა.
გამოძიება პროკურატურაში – რატომ შეწყდა საქმის მოკვლევა ?
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება 11 თებერვალს დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, თუმცა 23 აგვისტოს “დანაშაულის არ არსებობის გამო”, გამოძიება შეწყვიტა.