ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა, ანა აბაშიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ასარჩევი კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა.
შესაბამისი წერილით მან უკვე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს. წერილში ანა აბაშიძე აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონპროექტის მხარდაჭერაა.
„ვიცი, რომ დიდად არ იდარდებენ, შეიძლება გავახარე კიდეც, მაგრამ მე იმას გავაკეთებ, რაც სწორად მიმაჩნია. ღირსებას არავის შევალახინებ! მადლობა ყველას, ვინც წარმადგინა, მხარი დამიჭირა! მაგრამ მმართველ გუნდთან ერთ სივრცეში საქმიანად ვერასდროს დავჯდები და არც მათ მოვატყუებ ამაში“, – წერს ანა აბაშიძე.