იუსტიციის საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის ასარჩევად კონკურსი გამოცხადდა

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის ასარჩევად კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსი 30 სექტემბრდან იწყება და კანდიდატების წარდგენა შესაძლებელია 20 ოქტომბრის ჩათვლით.

განცხადების მიხედვით, პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.

იუსტიციის საბჭოს წევრებს შეარჩევენ პროფესორები და მკვლევრები, ადვოკატთა ასოციაციის წევრები და არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირები.

კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ადვოკატთა ასოციაციას და არასამეწარმეო იურიდიულ პირს.