სააკაშვილს კაჩინსკის სახელობის „პრომეთეს ჯილდო“ გადაეცა

პუბლიკა

პოლონეთში, სმოლენსკის ტრაგედიის 13 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ლეხ კაჩინსკის სახელობის „პრომეთეს ჯილდო“ გადაეცა. სააკაშვილის ოფიციალური გვერდის ცნობით, „თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის“.

ჯილდო, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას გადაეცა.

აღნიშნული ჯილდო გასულ წლებში პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდასა და ლიეტუვის ყოფილ პრეზიდენტს, ვალდას ადამკუსს გადაეცათ.


2010 წლის 10 აპრილს რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან ჩამოვარდა საპრეზიდენტო ავიალაინერი, რომლის ბორტზეც პოლონეთის სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდა. პოლონეთის მთავრობის წევრები, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ხელმძღვანელობით, სმოლენსკში კატინის ტრაგედიისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ღონისძიებაზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ. ავაიაკტასტროფის შედეგად დაიღუპა ბორტზე მყოფი 96 პირი. მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი  და მისი მეუღლე მარია კაჩინსკი.