COVID-19 გლობალური ჯანმრთელობისთვის კრიტიკულ და საგანგებო საფრთხეს აღარ წარმოადგენს - WHO

პუბლიკა

„დიდი იმედით ვაცხადებ, რომ COVID-19 გლობალური ჯანმრთელობისთვის კრიტიკულ და საგანგებო საფრთხეს აღარ წარმოადგენს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ COVID-19 გლობალური ჯანმრთელობისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს“, – ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეისუსმა განაცხადა.

გებრეისუსის განმარტებით, კორონავირუსი ჯერაც არსებობს და კლავს პაციენტებს, ასევე არსებობს ახალი ვარიანტების გაჩენის რისკი, შემთხვევების გაზრდის და სიკვდილიანობის მატების რისკი.

მისი თქმით, სახელმწიფოები კოვიდის სხვა ინფექციური დაავადებების მართვის მსგავს სტილზე უნდა გადაეწყონ.

WHO-ის განცხადებით, კორონავირუსის შედეგად მსოფლიოში ჯამში სულ მცირე 20 მილიონი ადამიანი დაიღუპა.