კალიურანდი ზურაბიშვილზე: ძლიერი განცხადება ჰქონდა 26 მაისს. მოუთმენლად ველოდებით ბრიუსელში

პუბლიკა

„ძალიან თამამი და ძლიერი განცხადება“ – ასე შეაფასა ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა 26 მაისის ღონისძიებაზე საქართველო პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა. მან ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა და სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის ტექსტი გააზიარა.

„პრეზიდენტის ძალიან თამამი და ძლიერი განცხადება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ზურაბიშვილს მომავალ კვირას ბრიუსელში“, – წერს ის.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 მაისს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა.