„არავის ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა, ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მზად უნდა იყოს სახელმწიფო, ჯანდაცვის სექტორი, მათ შორის, კერძო სექტორი” – თქვა დაავადების კონტროლის ცენტის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში.
მან კერძო კლინიკებს მოუწოდა, რომ გამოიჩინონ სოლიდარობა და საჭიროების შემთხვევაში მიიღონ ინფიცირებული პაციენტები.
საქართველოში კორონავირუსით 24 ადამიანია დაინფიცირებული. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 49 ადამიანი გადის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბოლო ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით 124 518 შემთხვევაა დადასტურებული, COVID 19-ით გარდაიცავალა 4 607 ადამიანი.