გარდაიცვალა გივი მარგველაშვილი

მინდია გაბაძე

დღეს დილით, 92 წლის ასაკში, ქართველი გერმანულენოვანი მწერალი და ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი გარდაიცვალა.

გივი მარგველაშვილი 1927 წელს დაიბადა ბერლინში – ქართველი ფილოსოფოსისა და ისტორიკოსის, ტიტე მარგველაშვილის ოჯახში, რომელიც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გერმანიაში გადასახლდა.

1945 წელს გივი მარგველაშვილი მამასთან ერთად საბჭოთა უშიშროებამ გაიტაცა გერმანიის საბჭოთა სექტორში, საიდანაც ისინი საქართველოში გადმოიყვანეს. ტიტე მარგველაშვილი მალევე დახვრიტეს, მის 18 წლის შვილს კი უფლება მისცეს საქართველოში, ნათესავებთან ეცხოვრა.

გივი მარგველაშვილმა მხოლოდ 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირში დაწყებული „პერესტროიკის“ შემდეგ შეძლო ბერლინში დაბრუნება. 2011 წელს მწერალი ისევ თბილისში დაბრუნდა საცხოვრებლად.

1991-1992 წლებში გერმანიაში გამოქვეეყნდა გ. მარგველაშვილის მრავალტომიანი რომანის, „კაპიტანი ვაკუშის“, 2 ტომი (1-ლი ტომი თარგმნილია ქართულად კარლო ჯორჯანელის მიერ), აგრეთვე რომანები „მუცალი“ (ქართულად თარგმნა მაია ბადრიძემ), „დიდი კორექტურა“, პროზაული კრებულები „გადაუგდებელი ხელთათმანი“, და „სიცოცხლე ონტოტექსტში“.