კინემატოგრაფისტებმა წულუკიანთან შეხვედრის მოთხოვნით სამინისტროს განცხადებით მიმართეს

პუბლიკა

კინემატოგრაფისტებმა თეა წულუკიანთან შეხვედრის მოთხოვნით კულტურის სამინისტროში განცხადება შეიტანეს.

„მოგმართავთ კინემატოგრაფისტთა ჯგუფი. ჩვენ 10 დღეზე მეტია, ვაპროტესტებთ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს.

მიუხედავად იმ უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი ბრალდებებისა, რომელიც კულტურის სამინისტროს 20 ივნისის განცხადებაში წავიკითხეთ, ჩვენ ვიღებთ პრინციპულ გადაწყვეტილებას, შემოგთავაზოთ ღია და საჯარო საუბარი.

თქვენთან შეხვედრას ვითხოვთ ჩვენი პროტესტის უცვლელი მოთხოვნებით:

  • შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი
  • შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი – კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე და პროტესტის ჯგუფი ჩართული იყოს ყველა იმ ეტაპზე, რომელიც ამ ინიციატივამ უნდა გაიაროს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო და პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ჩვენ გავაკეთოთ და გავავრცელებთ შეხვედრის სრულ აუდიო- ან ვიდეოდოკუმენტაციას ფეისბუკგვერდზე „ქართული კინო საფრთხეშია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ისინი მინისტრის პასუხს 27 ივნისის 18:00-მდე ელოდებიან.

სამინისტრო კინოცენტრზე: პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესის ნაწილია