მიგრაციის ახალი, შესაძლო ტალღის კონტექსტში საზღვრები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს - ზურაბიშვილი

პუბლიკა

რუსეთში მიმდინარე შეიარაღებულ ამბოხს საქართველოს პრეზიდენტი ტვიტერზე გამოეხმაურა.

– ყურადღებით ვაკვირდებთ რუსეთში მიმდინარე მოვლენებს. საზღვარი მკაცრად უნდა გაკონტროლდეს შესაძლო მიგრაციის ახალი ტალღის კონტექსტში – დაწერა პრეზიდენტმა.

მანამდე განცხადება გააკეთა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ. კობახიძე ფიქრობს, რომ საქართვალემ ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს, არის მშვიდად ყოფნა და დაკვირვება.