შსს-ს ცნობით, გუშინ, 16 მარტს მთელი დღის განმავლობაში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 22 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
უწყების ცნობით, თბილისიდან, ასევე, იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებიდან 22 მოქალაქე, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, იძულებით საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი.
ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 71 ადამიანია გადაყვანილი.
გუშინ საავადმყოფოდან გაწერეს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი. ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში 34 კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანია, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი – 64.