თბილისში საფეხბურთო კლუბი „საბურთალო” გაქურდეს.
ინფორმაცია „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.
„მთავარი არხის” ცნობით, კლუბიდან წაიღეს ბუცები, ფორმები და გეტრები. ქურდმა, სავარჯიშო და სათამაშო ეკიპირებასთან ერთად, სტადიონის გასახდელიდან ძვირადღირებული მოწყობილობებიც მოიპარა.