გალერი: კანდიდატის სტატუსი მოსკოვს აჩვენებს, რომ ამ ქვეყანას უნდა და ეკუთვნის EU-ს

პუბლიკა

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციას გამოეხმაურა.

X(Twitter)-ზე მან დაწერა:

„საქართველოს მოქალაქეები, პრეზიდენტი, მამაცი ოფიციალური პირები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იმსახურებენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ უნდა გასწიოს მნიშვნელოვანი ძალისხმევა, რათა ქვეყანა მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს და არ იქცეს ავტოკრატების სათამაშოდ. გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები და კანდიდატის სტატუსი მოსკოვს აჩვენებს, რომ ამ სამ ქვეყანას [უკრაინა, მოლდოვა, საქართველო] უნდათ და ისინი ეკუთვნიან ევროკავშირს”.

8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე რეკომენდაცია გაუწია.

მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი – საბოლოო გადაწყვეტილება 14-15 დეკემბერს, სამიტზე გამოცხადდება.

ევროკომისია ასევე რეკომენდაციას გასცემს, დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან. და დაიწყოს გაწევრებაზე მოლაპარაკებები ბოსნია-ჰერცოგოვინასთან, როგორც კი მიიღწევა შესაბამისობის აუცილებელი ხარისხი.