ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფას

პუბლიკა

ევროკომისიამ უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევრო განბლოკა. აქამდე უნგრეთისთვის განკუთვნილი ევროკავშირის სახსრების 10 მილიარდი ევრო ქვეყანაში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გაყინული იყო.

„დეტალური შეფასებისა და უნგრეთის მთავრობასთან აზრთა რამდენიმე გაცვლის შემდეგ ევროკომისია თვლის, რომ უნგრეთმა მიიღო ზომები, რომელთა შესრულების ვალდებულებაც აიღო, რათა ევროკომისიამ ჩათვალოს, რომ ძირითადი უფლებების შესახებ ევროკავშირის ქარტიის ჰორიზონტალური პირობა შესრულებულია ნაწილში, რომელიც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას ეხება.

ეს ნიშნავს, რომ ერთსულოვნების პოლიტიკის დაფინანსების ნაწილი აღარ იქნება დაბლოკილი, შესაბამისად, უნგრეთს შეუძლია დაახლოებით 10.2 მილიარდი ევროს ოდენობის გადასახადებზე მოთხოვნა დაიწყოს”, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროკომისიის თქმით, ყურადღებით დააკვირდებიან უნგრეთის მიერ მიღებული ზომების შესრულებას და თუ ევროკომისია ჩათვლის, რომ პირობები აღარ სრულდება, მას კვლავ შეუძლია დაფინანსების დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.